27 ნოემბერი 2020,   00:35
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს გაერთიანებულ ოლქში კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, წარდგენა სიმბოლურად მის მშობლიურ ქალაქში გაიმართა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, მისი მთავარი პრიორიტეტი არიან ადამიანები და პარლამენტში, ოთხი წლის განმავლობაში მათი უფლებადამცველი იქნება.

 

დღის ამბები