27 ნოემბერი 2020,   01:53
ვრცლად
მარტყოფში მოკლული 19 წლის ახალგაზრდას ოჯახი დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს

მკვლელობა მარტყოფში 19 ხლის ახალგაზრდას არასრულწლოვანმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოკლულის ოჯახი 16 წლის ბიჭის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, თუმცა ამასთან ერთად, მათი მოთხოვნაა, გარდა არასრულწლოვნისა, დააკავონ ის პირებიც, რომლებიც დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ დაპირისპირების დროს, ახალგაზრდას ზურგიდან ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა მიაყენეს, და ოთხივე სასიკვდილო.

"ჩვენც არ ვიცით, რატომ მოხდა. გამშველებელია ჩემი შვილიშვილი. იმ ორს შორის ყოფილა უსიამოვნება ერთი თვის წინ, დაპირისპირება ყოფილა და წუხელ მომხდარა კიდევ დაპირისპირება. 15 ბიჭია მოსული სამის წინააღმდეგ. ზურგიდან არის მიპარებული და ოთხი ჭრილობა აქვს, ოთხივე სასიკვდილო ჭრილობა. საავადმყოფოში მიყვანისთანავეა გარდაცვლილი. ჩვენი მოთხოვნაა ვინც იყო იქ, იმ პერიოდებში, სულ ყველა აიყვანონ," - ამბობს გარდაცვლილის ბებია, ციცო ჟორჟოლიანი. 

დღის ამბები