27 ნოემბერი 2020,   01:15
ვრცლად
დავით სერგეენკო საქართველოს რაგბის კავშირის "ლელო არენას" სტადიონზე მორაგბეების წვრთნას დაესწრო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო დღეს საქართველოს რაგბის კავშირის "ლელო არენას" სტადიონზე მორაგბეების წვრთნას დაესწრო. 

დეპუტატობის კანდიდატმა დაათვალიერა ეროვნული ნაკრების საწრთვნელი ბაზა, მოისმინა მორაგბეთა მოსაზრებები ქართული სპორტის, კერძოდ კი ქართული რაგბის განვითარების შესახებ. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

დავით სერგეენკომ ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველო-შოტლანდიის ხვალინდელ მატჩზე წარმატება უსურვა.

"მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება იმის, რომ ჩემი დიდი პატივისცემა დამეტასტურებინა თითოეული მათგანისთვის და ძალიან დამსახურებული ადამიანისთვის, ბათუ კევლიშვილისთვის, რომელიც წვრთნის ამ ახალგაზრდებს. ასევე, მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ჩვენი ეროვნული ნაკრებისადმი, რომელსაც ხვალ აქვს ძალიან დიდი მატჩი შოტლანდიაში, შოტლანდიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულ თამაშს აჩვენებენ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

დღის ამბები