30 ნოემბერი 2020,   11:07
ვრცლად
"დიდი ალბათობით, ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში" - ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში.

"იმ მწირი ვიდეოინფორმაციით, რაც იყო და ყველამ ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ ის ფორმა რაც ეცვა ეს არის ქართული არმია, რომელიც ჩაიცვა აგვისტოს ომის შემდგომ, ის ფორმა. თვითონ აღკაზმულობა და ის, რომ ქართული დროშა მას მარჯვენა მხარეს ეკეთა და არა მარცხენაზე, მიუთითებს იმას, რომ იცის სამხედრო ფორმის ტარება, ანუ დიდი ალბათობით, ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში....

თუმცა აქ ერთი ნიუანსია, ის მგონი ცაცია არ იყო და მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ის ვერ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვათა შორის, იმ მომენტში, ისე ახლოს ისხდნენ მძევლები, რომ ძნელია ამის თქმა, მაგრამ შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

მეორე, ის, რომ ის იჯდა ოთახში, ოთახი იყო შემინული, გარედან ჩანდა, ხოლო მძევლები იატაკზე ისხდნენ. ანუ ის გამორჩეული იყო მათგან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ იქ ვნახეთ, რომ სპეცრაზმს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი სნაიპერული შეიარაღება, კი შუშა იყოს, შუშას შეიძლებოდა შეეცვალა ტყვიის მიმართულება, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მისი წყობიდან გამოყვანა შეიძლებოდა. მაგრამ თუ მას ჰქონდა რგოლი გამოცლილი ხელყუმბარიდან, მაშინ საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდი იქნებოდა, იმიტომ, რომ 3-4 წამში თუ ის ხელს გაუშვებდა, აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

დღის ამბები