27 ნოემბერი 2020,   01:52
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი - ახლობლების ინფორმაციით, 30 წლის ქალს სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა

პანდემია საქართველოში - ბოლო 24 საათში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მხოლოდ ერთ დღეში ვირუსი ლაბორატორიულად 1351 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის არის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 8 თვის განმავლობაში - 30 წლის ქალი ნინოწმინდიდან "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და ის მალევე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები, მას ჰქონდა ჭარბი წონა.  თუმცა, გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა.

კორონავირუსი გურიის გუბერნატორს დაუდასტურდა. ზურაბ ნასარაია მკურნალობის კურსს სახლში გადის. ტესტირება ჩაუტარდათ გუბერნატორის მოადგილეებს და მათი პასუხები უარყოფითია. 

თბილისის მერის დავალებით, სერვისცენტრებსა და უფასო სასადილოებში პირბადეებს ყველას დაურიგებენ. პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აგრარული ბაზრების, ბაზრობებისა და მეტროების მონიტორინგს. სამართალდამცველები პატრულირებენ დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

 

დღის ამბები