27 ნოემბერი 2020,   01:47
ვრცლად
სპეცოპერაციის მეშვიდე საათი ზუგდიდში - ქალაქის ცენტრში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკში შეიარაღებული მამაკაცები დღის ორი საათისთვის შეიჭრნენ და იქ მყოფ ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღის მუქარით დაჩოქება მოსთხოვეს. იყო რამდენიმე გასროლაც.

თავდამსხმელები 500 ათას დოლარს და ვერტმფრენით ტერიტორიის უსაფრთხო დატოვებას ითხოვენ, ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, რომელიც პერიოდულად ეკონტაქტება მედიას. 

7 საათზე მეტია, ზუგდიდის ცენტრში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. კიდევ ორი მძევალი თავისუფალია. 

ბანკში მყოფთა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. 20-მდე პირი ბანკის სახურავზე ავიდა, საიდანაც შენობა სახანძრო კიბის და ამწის გამოყენებით დატოვა. 19 პირი კი ბოროტმოქმედის ტყვეობაში დარჩა. შეიარაღებული პირის ბანკში შეჭრისას შენობაში 30-მდე მომხმარებელი და 10-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. მათგან ერთი შეიარაღებულმა მამაკაცმა თავად გამოუშვა. ასაკოვანი ქალი შეუძლოდ გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ბანკთან ავტომობილით მიიყვანეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მანქანის მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია.

ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი მუხლით აწარმოებს.

ბანკის მიმდებარე ტერიტორია, ამ დრომდე, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ცოცხალი ძალის გარდა, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. ზუგდიდის ცაზე გამოჩნდა ვერტმფრენიც. 

დღის ამბები