27 ნოემბერი 2020,   16:02
ვრცლად
"განხორციელდა თავდასხმა "ქართული ოცნების" დმანისის შტაბზე, არიან დაჭრილები" - გოგი მეშველიანი

პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ დმანისში "ქართული ოცნების" შტაბზე თავდასხმა მოხდა.

როგორც მეშველიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, არიან დაჭრილები.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მე ახლა ბოლნისიდან მივდივარ დმანისში, განხორციელდა თავდასხმა "ქართული ოცნების" დმანისის შტაბზე, სადაც, სამწუხაროდ, არიან დაჭრილები.

მეტის თქმის საშუალება, სამწუხაროდ, არ მაქვს, ამიტომ არ გადამიმოწმებია დეტალები. დაახლოებით, ნახევარ საათში ვიქნები დმანისში და მეტს გეტყვით," - განაცხადა მეშველიანმა

დღის ამბები