28 ნოემბერი 2020,   19:59
ვრცლად
პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ, გელანდება ჯაშუშები.. - გიგა ბოკერია ფოტოგრაფების საქმეზე

ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, ფოტოგრაფების საქმე არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და წინა ხელისუფლებას ის არ გამოუყენებია სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

"მედიასთან არაფერ კავშირში არ იყო, მაგრამ ცუდი საქმე იყო ძაან... ეს არის ის რელობა, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ გესმით. რომ შეიცვლება ეს ხელისუფლება, ღმერთმა დაგვიფაროს მერე თუ ისეთი განწყობა იქნება ისევ, რაც იმედია რომ არ მოხდება და ევროპულ საქართველოს გვსურს რომ ეს არ მოხდეს, რომ დაიწყოს გამოძიება წინა ხელისუფლების გამოძიებული საქმეების.

ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, მტკიცებულებები იყო, სუსტიც არ ჰქვია მაგას ამ ხალხის მიმართ, როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა. 26 მაისის შესახებ კადრები მთელ მსოფლიოში გავიდა. ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ მოხდა?! - პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ და ეს ძალიან სახიფათო რამეა, გამართლებას კი არ ვცდილობ რამის. სპეცსამსახური რომ ხარ გელანდება ჯაშუშები და მერე იწყებ მოქმედებას და თუ არავინ გაკონტროლებს ასეთი რამეები ხდება. მაგრამ ამ საქმეზე კუდის მობმა და შედარება ივერის და ნატალიას საქმესთან არაკორექტულია. მანდ არანაირი პოლიტიკური კამპანიის მოტივი არ არსებობდა... ვინმემ გამოიყენა პოლიტიკოსების წინააღმდეგ... ეგ ხალხი ციხეში იჯდა ისე, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც კი, ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი," - განაცხადა ბოკერიამ. 

დღის ამბები