28 ნოემბერი 2020,   21:24
ვრცლად
ფოთი-ხობის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ფოთი-ხობის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ნაპოვნია გატაცებული მიკროავტობუსიც.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ფოთი-ხობის გზაზე თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები