25 ოქტომბერი 2020,   14:55
ვრცლად
მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მოხდეს ტაძრების დეზინფექცია - მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან შეტყობინებები დაეგზავნათ

საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ:

"დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით," - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე.

დღის ამბები