25 ოქტომბერი 2020,   15:49
ვრცლად
ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პაატა კიკაბიძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში.

"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი აქვს.

"კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სრულყოფილად იქნეს ეს საქმე გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, ახლა რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული და მიმდინარეობს მათი დაკითხვა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება. დაყოვნება შეფასებული იქნება როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. სასწრაფოდ იქნეს ბრალში ასახული სრულყოფილად ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ საქმეს თან სდევს," - განაცხადა პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები