24 ოქტომბერი 2020,   16:18
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა ჯოჭოში სამაშველო ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდანაც ჩავლენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ჯგუფები უკვე მიემართებიან აჭარისკენ.

„სამუშაოები უკვე დაწყებულია.  სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება, რათა დროულად ვიპოვოთ ადამიანები. საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ბრიგადები შემოვლენ ასევე მეზობელი რეგიონებიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, მაშველები ხუთ ადამიანს ეძებენ.  "კურიერის" ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. 

დღის ამბები