24 ოქტომბერი 2020,   04:16
ვრცლად
ეს არის ზეწოლა მედიაზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

თინათინ ბერძენიშვილი ითხოვს, ყურადღება მიექცეს ოპოზიციის იმ განცხადებებს, სადაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ეს არის ზეწოლა მედიაზე.

"ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა მედიაზე, მათ შორის, ჩვენ ჟურნალისტებზე და დაშინების მცდელობად.

მე მინდა მოვუწოდო საერთშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლა კიდევ უფრო მეტად იქნება გაშუქებული თითოეული პარტიის აქტივობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და იქნება ერა ერთი მედიასაშუალება, რომელიც პლურალისტურად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაუთმობს დროს და ადგილს ამ პარტიებს. სამწუხაროა, რომ ეს განცხადებები გვესმის იმ პარტიებისგან, ვისთვისაც ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია,"- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლი გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების ინიციატივით კახა ოქრიაშვილი გამოდის. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად პირველ არხს რეიტინგი არ აქვს.

ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიცია, რომლის მხარდაჭერაც კახა ოქრიაშვილს, თავისივე მაჟორიტარულ ოლქში აქვს.

დღის ამბები