24 ოქტომბერი 2020,   04:06
ვრცლად
"თავდასხმა მოხდა "ოცნების" შტაბზე და ჩვენს აქტივისტებზე" - მამუკა მდინარაძე პარტიის აქტივისტებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ბოლნისში მომხდარ დაპირისიპირებაზე ისაუბრა.

"მსურს გამოვეხმაურო ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციული ქმედებების და ძალადობის შედეგად კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა. მაგალითად, გუშინ ნახიბულაში პლაკატების გაკვრის დროს პროვოკაციები აქეთკენ იყო მიმართული.

კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი "ქართული ოცნების" შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები: ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს თავს. კონფლიქტი ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ჩვენი აქტივისტები გადაიყვანეს საავადმყოფოებში. ძალიან მალე "ნაციონალური მოძრაობის" მედიასაშუალებები აშუქებდნენ ინფორმაციას თითქოს კონფლიქტი მოხდა "ნაციონალური მოძრაობის შტაბზე და მათ აქტივისტებზე, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდასხმა მოხდა "ოცნების" შტაბზე და ჩვენს აქტივისტებზე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად იციან, რომ დამარცხებულები არიან არჩევნებში და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის მათი უცვლელი მეთოდები. სიცრუის და ძალადობის გამოყენება.

მოვუწოდებ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებს და მოქალქეებსაც არანაირი სივრცე არ დავუტოვოთ მათ პროვოკაციებისთვის და მათ ქმედებებს მოთმინებით მივუდგეთ, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები