25 ოქტომბერი 2020,   15:19
ვრცლად
მინსკში აქციების 50-ე დღე კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

მინსკში აქციების 50-ე დღე კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულია ათეულობით აქციის მონაწილე, მათ შორის არიან "ნიუ-გროდნოს" საინფორმაციო პორტალის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი.

დამოუკიდებლობის სასახლესთან დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაა მობილიზებული. აქტივისტების მინსკის ცენტრისკენ გადაადგილების შესაფერხებლად ხელისუფლებამ მიმდებარე მეტროსადგურები დაკეტა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ იმართება, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

დღის ამბები