25 ოქტომბერი 2020,   15:25
ვრცლად
"სუს-ში, პროკურატურაში, შსს-ში პატიოსანი ხალხის იმედი მაქვს, რომ გამოიძიებენ ყველაფერს" - კახა ოქრიაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე

ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაპირისპირებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

გოგი მეშველიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა პროვოკაცია შეგნებულად მოაწყვეს "ოცნების" შტაბთან და მათ აქტივისტებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ. ფაქტზე საქმე 126 მუხლით აღიძრა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

საპირისპირო ვერსიას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ფიზიკურად დაზარალებულები არიან ორივე მხრიდან.

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ძალა ერთობაშია” კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ "სოფელი დალეწეს" და მეშველიანებმა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სცემეს.

"დალეწეს სოფელი, თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სცემეს. მე იმედი მაქვს სუს-ში, პროკურატურაში, შსს-ში პატიოსანი ხალხის, რომ გამოიძიებენ ყველაფერს",- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

დღის ამბები