24 ოქტომბერი 2020,   15:52
ვრცლად
პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით, რეგიონში მშვიდობა ჩვენი საერთო საქმე უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია. სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ რეგიონში სტაბილურობა ქვეყნების საერთო საქმეა.

"შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ჩვენ მათ მშვიდობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო საქმე უნდა იყოს" - წერს ზურაბიშვილი. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქტიურად გრძელდება სამხედრო შეტაკებები. არის მსხვერპლი.

დღის ამბები