24 ოქტომბერი 2020,   16:11
ვრცლად
საქართველოს საგარეო უწყება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვას ეხმიანება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების გამო შეშფოთებას გამოხატავს - უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.
 
"შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
 
საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.
 
ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას," - ნათქვამია განცხადებაში.
 
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქტიურად გრძელდება სამხედრო შეტაკებები. არის მსხვერპლი.
დღის ამბები