24 ოქტომბერი 2020,   16:29
ვრცლად
ბანერით "რუსეთი ოკუპანტია" გიგი უგულავა ენგურის ხიდთან მივიდა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მხარდამჭერებთან ერთად  ენგურის ხიდზე სოხუმის დაცემის დღე გაიხსენა. ისინი მსვლელობით ხიდისკენ გაემართნენ ბანერით “რუსეთი ოკუპანტია”. 

უგულავას თქმით, ტერიტორიული მთლიანობა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ერთად ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, სწორი, პროდასავლური აქტიური პოლიტიკა, რომელსაც, მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება არ აწარმოებს.

"ჩვენ არ გვჭირდება ძალის გამოყენება ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების გასაერთიანებლად, ჩვენ გვჭირდება სწორი, აქტიური, პროდასავლური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწარმოებს. ჩვენი ძალა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ამაშია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გარდამტეხი ცვლილებებზე, იმიტომ რომ ეს ეპოქა დგება, ფანჯარა შესაძლებლობების იხსნება და საქართველო უნდა იყოს მზად ამ დროს. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საპირისპიროა. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც თავად აფხაზები და ოსები გააცნობიერებენ იმას, რომ პრაგმატულად მათთვის აღარ არის მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა და მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს გიგი უგულავა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. 

დღის ამბები