23 ოქტომბერი 2020,   09:14
ვრცლად
"გემრიელი, ულამაზესი ლუკმა, მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას"- ნათელაშვილი ქალი კანდიდატების წარდგენისას

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ რეგიონის საკრებულოების წევრობის კანდიდატებიც დაასახელა. წარდგენილთა შორის ბოლო 3 ქალი კანდიდატი იყო, რომლებიც შალვა ნათელაშვილმა - "გემრიელ, ულამაზეს ბოლო ლუკმებად" მოიხსენია:

"გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად - ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს... მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას,"- განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები