24 ოქტომბერი 2020,   15:31
ვრცლად
პრემიერი უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ამის შესახებ მან "ტვიტერში" დაწერა.

ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფინრავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - აღნიშნავს გიორგი გახარია.

უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები