27 ნოემბერი 2020,   16:18
ვრცლად
შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება და ძალადობა, ეს ქმედება აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, შეშფოთებას გამოთქვამს იმ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.

მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს დააზიანებს.

"გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.

კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი,"- აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

დღის ამბები