28 ნოემბერი 2020,   09:08
ვრცლად
აშშ საქართველოს მოუწოდებს, მიიღოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - კელი დეგნანი

აშშ საქართველოს მოუწოდებს, მიიღოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმის მიმდინარეობისას გააკეთა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობდა და იმუშავებს საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მშენებლობაზე იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობები გაიზარდოს. ვმუშაობთ რომ დავიცვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე უზრუნველვყოთ ინფორმაციის დაცულობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია. წინ არჩევნებია და ამ დროს ინფორმაციის დაცულობა უმნიშვნელოვანესია. ქართველი ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არჩევნებზე ხმის დაფიქსირების შემდეგ მისი ინფორმაცია დაცული იქნება. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს  მიიღოს კიბერუსაფრთხოების შესახებ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ეს დაეხმარება საქართველოს უკეთ მოემზადოს ნებისმიერი თავდასხმისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები