28 ნოემბერი 2020,   09:16
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ე.წ სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს

"კურიერის" ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია.  

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს.

პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

დღეს პროკურატურაში მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილიც. როგორც მან უწყენბაში შესვლამდე აღნიშნა, დავით ფურცხვანიძე 30 სექტემბერს ამერიკაში წასვლას და ფოტომასალებისთვის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებდა. საუბარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე, რომელიც მას დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა. 

"დღეს პროკურატურაში მოსული ვარ, რომ გავეცნო საქმის მასალებს. ძირითადად მაინტერესებს მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ოქმი რა სახით არის შემოსული. ასევე მაინტერესებს საქმის გარკვეული ნაწილები, არის თუ არა წინსვლა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვიძახდით, არის, თუ არა დადგენილი ფოტოსურათზე აღბეჭდილი ქალის ვინაობა.

როგორც დავით ფურცხვანიძემ დააანონსა, ის 30 სექტემბერს აპირებს წასვლას, მე მასთან არანაირი კავშირი არ მქონია და პირადად მისგან არაფერი არ ვიცი, თუმცა როგორც სატელევიზიო ეთერებით გავიგე, ის მიდის და აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას," - განაცხადა  ეკა ქობესაშვილმა

 

 

დღის ამბები