25 ოქტომბერი 2020,   14:50
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 61-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 99 პაციენტი გადის, მათგან 97-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 7 პირი, საშუალო სიმძიმისაა 33.

ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.

დღის ამბები