24 ოქტომბერი 2020,   16:27
ვრცლად
24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველო ევროკავშირის დახმარებით სფეროს განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. საუბარია რეფორმებზე და სისტემის მოდერნიზებაზე. მომავალ წელს ქვეყანას საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია ექნება. 

ზღვა საქართველოს მომავალია, საქართველოს საზღვაო სექტორის მომავლისთვის კი რეფორმა აუცილებელია. სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს. საქართველო საზღვაო სფეროს მოდერნიზებას ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. რეგიონში საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბება კი, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებისთვის ევროკავშირის ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების 22 დირექტივიდან 16 რეგულაცია ქვეყანამ უკვე დანერგა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ისტორიაში პირველად 2021 წელს ქვეყანას საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია ექნება.

 

დღის ამბები