23 ოქტომბერი 2020,   09:46
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" უარი "ნაციონალურ მოძრაობას" - ექსპრეზიდენტმა დაგვიანებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დღეს უარი მიიღო

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. დღეს ორივე პარტიამ ღიად ისაუბრა, რომ ფარული მოლაპარაკების მთავარი საკითხი საერთო სიაზე შეთანხმება და ერთ ბლოკად ჩამოყალიბება იყო, თუმცა ყოფილმა თანაპარტიელებმა შეთანხმება ჩაშალეს. 

ფარული მოლაპარაკებების შესახებ ღიად საუბარი "ევროპული საქართველოსთვის" წინასაარჩევნო ხრიკს ჰგავს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამით სააკაშვილი ახლა იმის გადაფარვას ცდილობს, რომ სწორედ მან ჩაშალა რეგიონებში მაჟორიტარების ერთიანი კანდიდატების წარდგენის იდეა.

"ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ", რომ ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად პარტია დათმობებისთვისაც მზად იყო და უკვირთ, რატომ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა ერთნიშნა რეიტინგის მქონე ძალებმა.

მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანაპარტიელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბლოკი "რესპუბლიკურ პარტიასთან", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის," "ევროპელ დემოკრატებთან" და "პროგრესულ საქართველოსთან" ჩამოაყალიბა. მათ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად უკვე წარადგინეს, საერთო სიაზე კი კონსულტაციები გრძელდება.



დღის ამბები