23 ოქტომბერი 2020,   09:16
ვრცლად
მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე "ყარაბახას" სახელით ჰყავდა ჩაწერილი - პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დღეს დაკითხვაზე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაადასტურდა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე „ყარაბახის" სახელით 8 სექტემბერს ჩაწერა.

თუ აქამდე მიხეილ რამიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს თავისი შვილი იყო, პროკურორის თქმით, ამ სახელს ატარებდა დავით ფურცხვანიძის ტელეფონის ნომერი.

ეს ფაქტი გაირკვა სასამართლოში, სადაც მიხეილ რამიშვილის დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"დაკითხვა საბოლოო ჯამში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ბატონი მიხეილი კითხვებზე თავის არიდებას ხელოვნურად ცდილობდა. ჩვენ დღეს, მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები მივიღეთ, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული დაკითხვისას, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება გაირკვა. მიხეილ რამიშვილმა დღეს დაგვიდასტურა, რომ "ყარაბახად" კონტაქტში ჩაწერილი, 8 სექტემბერს დავით ფურცხვანიძე ჰყავდა. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით გურცხვანიძე მას არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა,"- აღნიშნავს პროკურორი დავით გუმბერიძე.

თავად ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ გამოძიებას შეკითხვები ძირითადად იმაზე ჰქონდა, ხომ არ იყო ის  გაყალბებული სურათები უკან. 

"მიმართულება იყო იქით, რომ მე ხომ არ შევუკვეთე, ხომ არ ვიცოდი რომ სურათები გაყალბებული იყო და ვიდექი თუ არა, ამის უკან მე. აქაური ექსპერტიზა ამბოს ერთს, მაგრამ ბატონი დავითის თქმით, როდესაც ის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შატატებში წავა, რამდენიმე დღეში ჩამოვა და რადიკალურად განსხვავებულ პასუხს ჩამოიტანეს, რომ ეს ყველაფერი ამათი მხრიდან სიყალბეა. მე ერთი რამის მჯერა, რომ იქ ავტომობილი ნამდვილად არ იდგა,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშბილი. 

 

დღის ამბები