23 ოქტომბერი 2020,   10:21
ვრცლად
თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო - გერმანიის ელჩი წინასაარჩევნო გარემოზე

უკვე გამოვლენილი ხარვეზების ფონზე დიპლომატიურ კორპუსს მოლოდინი აქვს, რომ დემოკრატიის ტესტს ქვეყანა ამჯერადაც ჩააბარებს.

ელჩები პოლიტიკურ სუბიექტებს ქცევის კოდექსსაც ახსენებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია  ღირსეული კონკურენცია იყოს.

"ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს სირთულეს სძენს ამ წელს. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, პოლიტიკურ პარტიებს ეს უქმნის სირთულეს შეხვდნენ ამომრჩეველს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით ძალადობრივ ინციდენტებს, ეს ჩემს შეშფოთებას იწვევს. ერთი-ერთი მაგალითია ინციდენტები მაჟორიტარულ კამპანიებზე, რეგიონებში და ასევე თბილისშიც.

პარტიის აქტივისტი სცემეს, ეს მაძლევს შეშფოთების საფუძველს, პარტიებმა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსზე, პარტიებმა სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი. ამიტომ, ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში,"- აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები