22 ოქტომბერი 2020,   02:22
ვრცლად
როგორც ჩანს, ბატონი ვოლსკის მაჟორიტარობა იმდენად გადამწყვეტია, რომ პირდაპირ მიდიან ამომრჩევლის დაშინებაზე - ნინო ბურჯანაძე 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ჩუღურეთის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძე და მისი წარმომადგენლები ამომრჩეველს თითოეული ხმისთვის ბრძოლას დაპირდნენ.

ბურჯანაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერზე მიდის, რათა რაიონში მისი კანდიდატის გამარჯვება უზრუნველყოს და დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები რადიკალურად განსხვავებული იქნება.

"ჩუღურეთის რაიონში ჩვენმა მხარდამჭერებმა გვითხრეს, რომ ყველაზე რთულია მუშაობა და ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, ბატონი ვოლსკის მაჟორიტარობა იმდენად გადამწყვეტია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ მიდიან პირდაპირ დაშინებაზე," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები