22 ოქტომბერი 2020,   02:36
ვრცლად
თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილი სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს

თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება დღესაც გაგრძელდება. შენობის უკანა მხარეს მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება PCR ტესტი უფასოდ გაიკეთოს.

იუსტიციის სახლთან, კორონავირუსზე PCR ტესტის ნიმუშების აღება გუშინ დაიწყო და ის დღესაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ტესტირების მიზანი ქალაქში არსებული ეპიდვითარების კონტროლია. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია 1000 ნიმუშის აღება.

დღის ამბები