24 ოქტომბერი 2020,   04:30
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. 

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. 

 

დღის ამბები