23 ოქტომბერი 2020,   09:50
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე თავს კარგად გრძნობს და საკარანტინე სივრციდან თვითიზოლაციაში გადასვლას ელოდება

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი აღარ აქვს. ჟურნალისტი კლინიკიდან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული და ამბობს, რომ იქ მკურნალობას არ გადის.

"დღეს პირველად ვესაუბრე ექიმს, რომელმაც შემატყობინა, რომ ხვალ გავიკეთებ ტესტს. მეთორმეტე დღეს გამიკეთდება ტესტირება და იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი 24 საათში მოვა უარყოფითი, კიდევ ერთი ტესტი გაკეთდება, რომელმაც ეს უარყოფითი პასუხი უნდა დაადასტუროს, თუ ორივე ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი, მაშინ მე შევძლებ რომ გადავიდე სახლის პირობებში, თვითიზოლაციაში,“ - ამბობს თეონა ცხომელიძე.  

დღის ამბები