23 ოქტომბერი 2020,   10:12
ვრცლად
საირმეში ერთ-ერთ სასტუმროში ვირუსი დამსვენებელს დაუდასტურდა - იმერეთის რწმუნებულის თქმით, ყველა კონტაქტი გატესტილია

იმერეთში  კორონავირუსი გამოვლინდა საირმის სასტუმროში, ასევე, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში. დღეს ქუთასიში კოროავირუსის 26 ახალი შემთხვევაა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 270 გახდა, ანუ კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში ზუსტად ამდენი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

"საირმეში ერთ-ერთ სასტუმროში ვირუსი დამსვენებელს დაუდასტურდა, ჩვენ სასტუმროს ბინადრები გავტესტეტ და მეორე დღეს ჩვეენ კიდევ გვქონდა მატება. კონტაქტების წრე არის 54 ადამიანი, ყველა ადამიანი კარანტინში და მათგან კორონავირუსის გავრცელების საფრთე აღარ არსებობს. 

ქუთაისში კარვების დადგმა სწავლის დაწყების პერიოდს უკავშირდებოდა. მისი ძირითადი მიზანი იყო გაგვეტესტა ყველა ის მასწავლებელი იმერეთის რეგიონში, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ეს იყო მთავარი მიზეზი. სწორედ მაშინ მოხდა 32-ე სკოლის შემთხვევაც და ჩვენ 32-ე სკოლის კონტაქტებსაც მივეცით საშუალება ამ კარავში გატესტილიყვნენ. ის ფაქტი რომ 32-ე სკოლის გარშემო ვირუსი ლოკალიზებულია, ქუთაისში კარვის დგომის საჭიროება აღარ იყო. 

ქუთაისში გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი, ასე რომ კარვის საჭიროება აღარ იყო,"-განაცხადა "დღის კურიერში" იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები