23 ოქტომბერი 2020,   10:03
ვრცლად
შემთხვევათა რაოდენობამ სექტემბერში სერიოზულად მოიმატა, მაგრამ დღესდღეობით ეს სრულად მართვადია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო ინფიცირების მატება, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მისი თქმით, პროგნოზირებადი იყო რომ  მატება სწორედ შავი ზღვისპირეთიდან დაიწყებოდა. რადგან ამ რეგიონში განსაკუთრებით დიდი მობილობა იყო. 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტების ყოველდღიური საშუალო რაოდენობა მომატებულია.

"23 აგვისტო 1 სექტემბრამდე თუ საშუალო დღიურ მაჩვენებელი გვქონდა ჩვენ ტესტირების 4500, უკვე სექტემბრის დასაწყისში 2-დან 11 სექტემბრამდე გვქონდა 8600, ხოლო 12-დან 21 სექტემბერს საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9874 და ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს  7 ათას 763.

იცით, რომ სამწუხაროდ გარდაცვალება გვაქვს 23, დღეის მონაცემებით, 0.54%-ია მაჩვენებელი. ზოგადად, ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღეზე თუ დათვლით, ქვეყანაში გვაქვს 5.2% 100 ათას მოსახლეზე, ხოლო 14 დღიანზე საშუალო გვაქვს 4.2%.“ - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, აჭარაში დამატებითი ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. 

"შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა სექტემბერში სერიოზულად, ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ დღესდღეობით ეს მართვადია სრულად. ანუ ჩვენ, ვფლობთ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, რადგან ძირითად კონცენტრირებულია დღეს ინფექცია აჭარაში, მოვახდინოთ მისი იქ სტაბილიზაცია,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები