23 ოქტომბერი 2020,   10:21
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული  პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ეს დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე ფაქტია, საერთო ჯამში კორონავირუსით ქვეყანაში 23 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები