24 ოქტომბერი 2020,   16:48
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ტელევიზიის დირექტორის არჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომა ხანმოკლე იყო რის მიზეზად, წევრები წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებენ. 

"მხარი დავუჭირე იმ კანდიდატებს, ვინც შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა და ასევე, ვინც სამოტივაციო წერილი დაწერა მინიმალური სტანდარტით მაინც, ის რომ მეორე ტურში გასაუბრების დროს განვიხილოთ. მნიშვნელოვანი იყო ბიოგრაფიული ნაწილიც,"- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე.

გასაუბრების ეტაპი ხუთშაბათს გაიმართება, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრები მეორე ეტაპზე გადასულ 4 კანდიდატს გაესაუბრებიან. ამის შემდეგ, პარასკევს ისევ გაიმართება საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, თუ ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

"სხდომა მშვიდ ვითარებაში წარიმართა, მე არ ველოდი, რომ 4 კანდიდატი გადავიდოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ მათგანს სატელევიზიო კარგი გამოცდილება ჰქონდა, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ,"- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე.

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. 

დღის ამბები