24 ოქტომბერი 2020,   04:05
ვრცლად
გურიაში კოვიდინფექციის 65 შემთხვევაა დადასტურებული

გურიაში კოვიდინფექციის 65 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა, 43 ინფიცირებული ოზურგეთშია გამოვლენილი, 11 ლანჩხუთში და 11 ჩოხატაურში.

ბოლო 4 კოვიდ ინფექციის შემთხვევა ლანჩხუთსა და ოზურგეთს უკავშირდება. ოზურგეთში კოვიდ 19 შემთხვევა დაბა ლაითურში 62 წლის ქალბატონს დაუფიქსირდა. ქალაქ ოზურგეთში კი ახალი შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩას უკავშირდება.

დაინფიცირებულია 13 წლის მოზარდი, რომელიც შშმ პირია, მის კონტაქტებსა და დაინფიცირების წყაროს, ისევე როგორც ლაითურში, ახლა იკვლევენ. ორივე პაციენტი თავდაპირველად ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

ინფორმაცია ოზურგეთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა, დავით მდინარაძემ დაადასტურა. ამ ეტაპისათვის, კი ორივე მათგანი კოვიდ ცენტრებშია გადაყვანილი.

დღის ამბები