22 ოქტომბერი 2020,   02:12
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდება ქალბატონი ბერძენიშვილი, თავიდანვე ვიცოდი, რომ მცდელობა ფუჭი იყო - გოჩა ტყეშელაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინში, ცოტა ხნის წინ ბორდის სხდომის შედეგები ცნობილი გახდა - მეორე ტურში 8 კანდიდატიდან 4 გადავიდა.

კონკურსიდან გამოთიშულ ოთხ კანდიდატში ერთ-ერთი გოჩა ტყეშელაშვილია, რომლის თქმით, განაცხადის შეტანისთანავე იცოდა, რომ ეს მცდელობა ფუჭი იყო.

"ეს არ იყო დიდი რამე პოსტი, ეს უბრალოდ იყო შინაგანი განწყობა, რომ ჭაობი დაძრულიყო და მილიონობით ლარი სწორად გახარჯულიყო, სწორი მიმართულებით. როდესაც განცხადება შევიტანე, ყველა მეუბნებოდა, რომ ეს იყო ტყუილი მცდელობა, რადგან თავიდანვე ცნობილი იყო ვინ იქნებოდა დირექტორი, ეს არის ქალბატონი ბერძენიშვილი,"- განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

დღის ამბები