24 ოქტომბერი 2020,   05:15
ვრცლად
ზუგდიდის ე.წ. ოქროს ბირჟა, სადაც COVID-19-ის ფაქტი დაფიქსირდა უკვე დაიხურა

სამეგრელოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები 8 ახალი ინფიცირებულის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. COVID-19 ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრის მესანთლეს  დაუდასტურდა, მასთან კომუნიკაციაში მყოფი 25 პირი კი, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

ვირუსი დაუდგინდა ოქროს ბირჟის ერთ-ერთ თანამშრომელსაც, რის გამოც სავაჭრო ცენტრი დაიხურა.

"ამ დროისთვის, ინფიცირებული მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი, ქალბატონის კი, 25 კონტაქტი. ამ მიმართულებით ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟა ამ დროისთვის დახურულია და თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს,"- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია.

დღის ამბები