24 ოქტომბერი 2020,   05:24
ვრცლად
რუსეთის სტრატეგიული სამხედრო სწავლება "კავკასია 2020" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მიმდინარეობს

რუსეთის სტრატეგიული სამხედრო სწავლება "კავკასია 2020" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მიმდინარეობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე და ოკუპირებული ცხინვალის - ძარცემის პოლიგონზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში რუს სამხედროებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ.

ასევე 1000 სამხედრო სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, მიანმარიდან და პაკისტანიდან, საერთო ჯამში სამხედრო სწავლების ფარგლებში მობილიზებულია 80 000 სამხედრო.

დღის ამბები