24 ოქტომბერი 2020,   04:26
ვრცლად
გახარიას ვთავაზობ წამოვიდეს საჩხერეში და ვანახებ რა სიღარიბეა იქ - გიორგი ვაშაძე პრემიერის განცხადებას პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საჩხერის განვითარების მოდელის შესახებ პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, პრემიერის ეს განცხადება ყოვლად მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საჩხერეში მოსახლეობას სოციალური დახმარების ხარჯზე უწევს ცხოვრება.

"ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ გვამცნო, რომ თურმე საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ისინი ერთადერთი, სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ. უმუშევრობა კატასტროფულ ზღვარზეა. მე გახარიას ვთავაზობ, რომ წამოვიდეს საჩხერეში და ვანახებ რა სიღარიბეა იქ,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა განცხადება და თქვა, რომ "საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველოც გვინდა".

დღის ამბები