24 ოქტომბერი 2020,   04:47
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა.

უწყება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ ჯგუფებს ქმნის.

დოკუმენტი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

დაუშვებელია პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამის ჯგუფებს დაევალათ უზრუნველყონ საქართველოს რეგიონებში სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება.

დღის ამბები