28 ნოემბერი 2020,   09:39
ვრცლად
დისტანციური სწავლება პრობლემებს ქმნის, რაც განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა - ეკა ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და პარტიის საერთაშორისო ექსპერტთან ჯანდაცვის საკითხებში ზაზა წერეთელმა სკოლებში "კოვიდ-19"-ის გამო შექმნილ გამოწვევებზე, პრევენციასა და რისკებზე ისაუბრეს.

ბესელიას თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეები და განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახები, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა.

"დისტანციური სწავლება ქმნის პრობლემებს. ეს პრობლემები განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებში, სადაც არც ტექნიკური და არც მატერიალური შესაძლებლობა აქვთ იმისი, რომ უზრუნველყონ შვილების დისტანციური სწავლება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები