28 ნოემბერი 2020,   09:07
ვრცლად
ლოს-ანჯელესის საგრაფოში მდებარე ეროვნულ ტყეში ხანძარია

ლოს-ანჯელესის საგრაფოში მდებარე ეროვნულ ტყეში ხანძარია. სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლმა ათობით შენობა გაანადგურა.

მაშველებმა უკვე ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მეხანძრეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცეცხლს უკვე 2 კვირაზე მეტია ვერ აქრობენ.

სტიქიამ განსაკუთრებით ამერიკის დასავლეთი ნაწილი დააზარალა. ხანძრებს 35-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის.

დღის ამბები