28 ნოემბერი 2020,   09:16
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინშია

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინშია. რამდენი კანდიდატი გადავა მეორე ტურში, ცნობილი დღეს გახდება. კანდიდატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შერჩევის პრინციპი გამოცდილებაზეა დაფუძნებული. 

გადაწყვეტილების მიღებას სამეთვალყურეო საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ბორდის სხდომა, სადაც რვავე კანდიდატის მონაცემებზე მსჯელობენ, ამ წუთებში მიმდინარეობს.

"უნდა წარმოედგინათ ავტობიოგრაფია და ასევე სამოტივაციო წერილი. საბჭოს წევრები ამ ყველაფერს გავეცანით და შესაბამისად, ყველა წევრი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად სხდომაზე მიიღებს. ვინც 5 ხმას მიიღებს, სწორედ ისინი გადავლენ მეორე ტურში, რომელიც პარასკევს გაიმართება და გადაწყდება ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი,"- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე.

სამეურვეო საბჭოს წევრის გია მურღულიას განცხადებით, დირექტორის თანამდებობაზე, როგორც ტელევიზიის ცოდნის თავალსაზრისით, ასევე მართვის კუთხით, გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს. 

"აქ არ უნდა მოხვდეს ადამიანი, რომელსაც სათანადო გამოცდილება არ აქვს, როგორც ტელევიზიის ცოდნის თავალსაზრისით, ასევე მართვის კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია რას გვთავაზობენ კანდიდატები, რა პირობას უყენებენ საკუთარ თავს და რას შეასრულებენ. მე გარკვეული მოსაზრებები მაქვს და ვნახოთ შევიცვლი თუ არა მას,"- აღნიშნავს გია მურღულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ.

დღის ამბები