25 ოქტომბერი 2020,   15:49
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური ბაქო ავრცელებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური ბაქო ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის უმცროსი სერჟანტი თოვუზის რაიონში სომხების მხრიდან პროვოკაციას ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ბაქო ერევანს აკისრებს. სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათ აზერბაიჯანელი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მევლუთ ჩავუშოღლუმ მომხდარი დაგმო და სომხეთს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დღის ამბები