28 ნოემბერი 2020,   09:54
ვრცლად
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმირებას.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას.

დღის ამბები