23 ოქტომბერი 2020,   08:51
ვრცლად
დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს - ბიზნესსექტორი კანონპროექტს არსებულ ეკონომიკურ რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს

მესამე სექტორი პარლამენტს შრომის კანონმდებლობის რეფორმის დაჩქარებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის შეცვლა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა არჩევნებამდე უნდა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გაჭიანურდება, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესს, რომელიც არასამთავრობოების მონაწილეობით შემუშავებულ ინიციატივას ეწინააღმდეგება. კერძო სექტორი პანდემიის შემდეგ დაზარალებულ ეკონომიკაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონში ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დაარტყამს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექტირების უფლების გაძლიერება კერძო სექტორის შევიწროვებას გამოიწვევს. მეორე ნაწილი კი, კანონპროექტის შინაარსს იზიარებს და კენჭისყრაზე ხის მიცემას გეგმავს.

შრომის კანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა. პრემიერი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

დღის ამბები