25 ოქტომბერი 2020,   15:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. გივი ჭიჭინაძე დღეს საარჩევნო ოლქში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

პარტიის ლიდერებმა იმერეთში განხორციელებულ და დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრეს. მათი თქმით, როგორც მთელს რეგიონს, ასევე წყალტუბოს, დიდი პოტენციალი აქვს და მუნიციპალიტეტის აღდგენის პროექტი დაჩქარდება. ქუთაისის მსგავსად, მმართველი გუნდის კანდიდატის წარდგენას წყალტუბოში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

"თითოეულ პოლიტიკურ ძალას, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში შეეძლება წარმოაჩინოს თავი და მე დარწუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატთან ერთად, ბატონ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც იმიტომ რომ აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული რაიონის, სოფლის პრობლემები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები